2026 წლის ყველაზე ძლიერი რიტუალი: „სიმდიდრის ცოცხალი ფესვი და ოქროს ქისა“
- luminara- ლუმინარა

- Dec 25, 2025
- 3 min read

ეს რიტუალი აერთიანებს ორ უძლიერეს ელემენტს: მიწას (სტაბილურობა, ზრდა) და ქისას (დაგროვება, შენარჩუნება).
რა დაგჭირდებათ:
მარცვლეული: ჩვეულებრივი ხორბალი (ყველაზე ძლიერია, რადგან პურთან და სიცოცხლესთან ასოცირდება).
პატარა ქოთანი მიწით: ნებისმიერი, თუნდაც ერთჯერადი ჭიქა მიწით.
წითელი ნაჭერი და ოქროსფერი ან ნარინჯისფერი ძაფი: ქისის შესაკერად (ან მზა პატარა წითელი ქისა).ქისაზე არ უნდა იყოს გამოსახული სხვა რაიმე საგნები,ყვავილები და ა.შ ნაჭერი უნდა იყოს სუფთა წითელი.
ერთი მონეტა: სასურველია ყვითელი ფერის (მაგ: 5, 10 ან 50 თეთრიანი, ან უცხოური ცენტი).
წყალი ონკანის.
დღე პირველი: 29 დეკემბერი — „მარცვლის გაღვიძება“
რიტუალი იწყება 29 დეკემბრის საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.
აიღეთ ხორბალი და დათვალეთ ზუსტად 12 მარცვალი (წელიწადის 12 თვის სიმბოლოდ) + 1 მთავარი მარცვალი (თქვენი სიმბოლო). სულ 13 მარცვალი.
ჩაყარეთ ეს 13 მარცვალი პატარა ჯამში ან თეფშზე.
დაასხით ცოტაოდენი ნელთბილი წყალი, ისე რომ დაიფაროს.
დაადეთ ხელები ჯამს ზემოდან (არ შეეხოთ წყალს, უბრალოდ ხელისგულებით სითბო გადაეცით) და თქვით „გამხსნელი სიტყვები“:
„გღვიძავთ, გრწყავთ, სიცოცხლეს გაძლევთ. როგორც თქვენ ღვივდებით და ძალას იკრებთ, ისე მოიმატოს ჩემმა დოვლათმა. 2 დღე თქვენია, მთელი წელი — ჩემი. ასე იყოს ამინ ამინ ამინ“
დატოვეთ მარცვლები წყალში 24 საათით. ისინი დაიწყებენ „გაცოცხლებას“ და ენერგიის აღებას.
დღე მეორე: 30 დეკემბერი — „სახლის მომზადება“
ამ დღეს ვამზადებთ „სახლს“ ფულისთვის (ქისას) და მარცვლებისთვის.
ქისის მომზადება: თუ თავად შეკერავთ წითელი ნაჭრისგან, საუკეთესოა. თუ მზა გაქვთ, გამოაბრუნეთ პირი, გაანიავეთ და ისევ შეაბრუნეთ (ენერგიის განახლება).
მონეტის დამუხტვა: აიღეთ მომზადებული მონეტა, კარგად გაწმინდეთ და ჩადეთ იმ ჯამში, სადაც ხორბალი ლბება. დაე, მონეტამ „ისწავლოს“ ხორბლისგან გამრავლება. დატოვეთ ასე 31 დეკემბრის ღამემდე.
მიხედეთ წყალს: თუ ხორბალმა წყალი შეიშრო, ოდნავ დაამატეთ. მარცვალი არ უნდა გამოშრეს!
ამავე დღეს 30 დეკემბერს უნდა ჩამოწეროთ 12 ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი სუფთა თეთრ ან მწვანე ქაღალდზე.12 პატარა ნაჭრებად დაჭრილ ქაღალდზე.გადაკეცეთ ისინი შემდეგ პირამიდის ფორმით ანუ უვბრალოდ გადაკეცეთ სამკუთხა ფორმის სახით და შეინახეთ მომდევნო დღემდე. სურვილების წერისას დაანთეთ ცვილის სანთელი,თუ გნებავთ საეკლესიო.

კულმინაცია: 31 დეკემბერი — „დიდი თესვა“
ეს ნაწილი უნდა შეასრულოთ ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე (მაგალითად, 23:00-დან 23:55 საათამდე შუალედში).
პროცესი:
ამოიღეთ წყლიდან 13-ვე მარცვალი და მონეტა.
დაყოფა:
7 მარცვალი (ზრდის რიცხვი) გადადეთ დასათესად.
6 მარცვალი (სტაბილურობის და ოჯახის რიცხვი) + მონეტა გადადეთ ქისისთვის.
თესვა (მიწაში): ჩათესეთ 7 მარცვალი მომზადებულ ქოთანში. მიწა ოდნავ მორწყეთ. თესვისას თქვით:
„მიწაში ჩადით, ფესვი გაიდგით, ღერო აუშვით. როგორც ეს ჯეჯილი გამწვანდება, ისე გამწვანდეს ჩემი კეთილდღეობა. მიწას ვანდობ, მიწისგან ველოდები.“
შენახვა (ქისაში): ჩადეთ დარჩენილი 6 გაღვივებული (დამბალი) მარცვალი და მონეტა წითელ ქისაში. მოუკარით პირი ოქროსფერი ძაფით.
„რაც მიწაშია — იზრდება, რაც ქისაშია — ინახება. მონეტა იზიდავს, მარცვალი ამრავლებს. ეს ქისა მაგნიტია, ჩემი ჯიბე სავსეა!“

რა ხდება შემდეგ? (ინსტრუქცია)
ეს რიტუალი მთელი წელი მუშაობს, თუ სწორად მოიქცევით:
ქოთანი (ნათესი): დადგით სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (სიმდიდრის ზონა) ან ფანჯრის რაფაზე. მოუარეთ, მორწყეთ.
ნიშანი: თუ ხორბალი მალე ამოვიდა, წელი უზომოდ შემოსავლიანი იქნება. ეს თქვენი „ცოცხალი ინდიკატორია“.
ქისა: ეს ქისა 3 დღის განმავლობაში (1, 2, 3 იანვარს) დადეთ ნაძვის ხის ქვეშ ან სადღესასწაულო სუფრაზე.
3 იანვრის შემდეგ: ქისა შეინახეთ იქ, სადაც ფულს ან ძვირფასეულობას ინახავთ, ან ატარეთ ჩანთით (საიდუმლო ჯიბით).
შენიშვნა: რადგან ქისაში სველი მარცვალია, ის გაშრება და დაპატარავდება. ეს ნორმალურია. მთავარია, ობი არ მოეკიდოს (ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ქისა გამათბობელთან ახლოს დადოთ პირველი 2 დღე, რომ მარცვალი გამოშრეს, ოღონდ არ გადააგდოთ).
თუ ტარებას არ გადაწყვეტთ მაშინ ის აუცილებლად უნდა ჩამოკიდოთ კედელზე სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში.
რატომ არის ეს რიტუალი უძლიერესი? იმიტომ, რომ თქვენ იყენებთ „ორმაგი ენერგიის“ კანონს: ნაწილი ენერგიისა მიდის გარეთ (მიწაში, სამყაროში) რომ გაიზარდოს, ხოლო ნაწილი რჩება შიგნით (ქისაში), რომ შედეგი დამაგრდეს. 29 დეკემბრიდან დაწყება კი ქმნის „აჩქარების ეფექტს“ — ახალ წელს მარცვალი უკვე გაღვიძებული და მზადყოფნაში ხვდება.

_edited.jpg)
_edited.jpg)



მადლობა❤️
მადლობა❤️❤️
დიდი მადლობა🙏🥰 აუცილებლად გავაკეთებ🩷🩷🥰🥰🍀🍀
მადლობა🙏🏻❤️
დიდი მადლობა აბო საინტერესო ინფორმაციისათვის 🙏🙏💓💓