top of page

ტიპი 8 – ლიდერი / დამცველი / მეომარი

ტიპი 8 – ლიდერი / დამცველი / მეომარი  

სლოგანი: „ვდგავარ ძლიერად. არ ვუშინდები არაფერს. ვიცავ ჩემს სიმართლეს.“

 

ძირითადი მახასიათებლები:  

- ძლიერი, პირდაპირი და მტკიცე  

- ბუნებრივი ლიდერი  

- კონტროლის და დამოუკიდებლობის მოყვარული  

- იცავს სუსტებსა და დაჩაგრულებს  

- ვერ იტანს უსამართლობასა და სისუსტეს

 

ძირითადი მოტივაცია:  

სურს შეინარჩუნოს კონტროლი, დამოუკიდებლობა და დაცულობა. ტიპი 8 არავის აძლევს უფლებას, დააზიანოს ან მართოს იგი – ის თავად ქმნის წესებს და იცავს საკუთარ ტერიტორიას.

 

მთავარი შიში:  

შიში დაუცველობისა, სისუსტის გამოვლენისა და კონტროლის დაკარგვისა. ამიტომ 8 ტიპე-ები ხშირად იმალებიან სიმტკიცის ნიღბის უკან, მაშინაც კი, როცა გულში ტკივილი ან სირბილე აქვთ.

 

ძლიერი მხარეები:  

- გაბედულობა და შეუპოვრობა  

- ლიდერული უნარები და გავლენიანობა  

- სამართლიანობის გრძნობა  

- სხვების დაცვა და მათში ძალის დანახვა  

- პირდაპირობა და ავთენტურობა

 

გამოწვევები:  

- მიდრეკილება დომინაციისკენ  

- გაბრაზების დაუფარავი გამოხატვა  

- სენტიმენტების უარყოფა და ემოციების ჩახშობა  

- სხვების შიშის და სიფრთხილის იგნორირება

 

განვითარების გზა:  

როდესაც ტიპი 8 სწავლობს, რომ ნამდვილი ძალა სირბილეში და გულწრფელობაშია, ის გარდაიქმნება გულით ძლიერ მფარველად. ის აღარ არის მხოლოდ მებრძოლი – ის ხდება შთამაგონებელი ლიდერი, რომელიც არა მხოლოდ მართავს, არამედ აღადგენს, იცავს და აძლიერებს.

1 Comment

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating*

ორი სამიანი და ორი რვიანი დამიგროვდა 🫣 დანარჩენ 2 ზე სხვა და სხვა ციფრები იყო, იქ ვერ დავწერე კომენტარი

Like
bottom of page