მესამე ივენთის-შემაჯამებელი სტატია
- luminara- ლუმინარა

- Feb 28
- 4 min read

გუშინ, 27 თებერვალს, ჩვენი ონლაინ შეხვდერა ჩატარდა. ეს არ იყო რიგითი ლექცია, ეს იყო პრაქტიკული მოგზაურობა საკუთარი თავის სიღრმეებში. მესამე ეზოთერული ივენთის თემა — „ჰერცები, ტალღები და ცნობიერების მართვა“ — აღმოჩნდა გასაღები, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ეძებდა.
მათთვის, ვინც ვერ შეძლო დასწრება, და ასევე მათთვის, ვისაც სურს მიღებული ცოდნა გაიმყაროს, გთავაზობთ შეხვედრის მთავარ, ტრანსფორმაციულ მომენტებს.
ჩვენ გავარკვიეთ, რომ ჩვენი ფიქრები, ემოციები და ორგანოებიც კი კონკრეტულ სიხშირეზე — ჰერცებზე (Hz) მუშაობენ.
დაბალი ჰერცები (შიში, ბრაზი, სირცხვილი) კუმშავს სხეულს და იწვევს დაავადებებს.
მაღალი ჰერცები (სიყვარული, მადლიერება, სიმშვიდე) აფართოებს ცნობიერებას და რთავს თვითგანკურნების პროცესს.
ჰერცი არის სიჩქარის საზომი ერთეული, რომელიც გვიჩვენებს, თუ წამში რამდენჯერ პულსირებს ელექტრული იმპულსი ჩვენს ტვინში. ეს არის ვიბრაციის ენა, რომლითაც სამყარო და ჩვენი სხეული ერთმანეთს ესაუბრებიან.
გამა ტალღები ყველაზე სწრაფია და 30 ჰერცზე მაღლა ადის. ეს არის გენიოსის რეჟიმი, ჰიპერკონცენტრაცია და გასხივოსნება, როდესაც ადამიანს აქვს უმაღლესი ინტელექტუალური მუშაობის უნარი და მისტიკური კავშირი სამყაროსთან.
ბეტა ტალღები 14-დან 30 ჰერცამდე მერყეობს. ეს არის ჩვენი ჩვეულებრივი, ფხიზელი მდგომარეობა, სადაც დომინირებს ლოგიკა, ანალიზი და ხშირად სტრესი. ეზოთერულად ეს არის ეგოსა და გადარჩენის ზონა, სადაც რეალობის შეცვლა შეუძლებელია, რადგან აქ მხოლოდ ვრეაგირებთ მოვლენებზე.
ალფა ტალღები 8-დან 14 ჰერცამდეა. ეს არის ხიდი ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის. ამ დროს ადამიანი მოდუნებულია, თვალები დახუჭული აქვს და იწყება მსუბუქი ვიზუალიზაცია. სწორედ ალფა მდგომარეობაში იღვიძებს ჩვენი ინტუიცია.
თეტა ტალღები 4-დან 8 ჰერცამდე ეცემა. ეს არის შემოქმედის ზონა, ღრმა მედიტაცია და ძილ-ბურანი. ეზოთერულად თეტა არის ქვეცნობიერის ღია კოდი, სადაც იკურნება ძველი ტრავმები და იწერება ახალი ბედისწერა. ეს არის რეალობის შეცვლის მთავარი გასაღები.
დელტა ტალღები ყველაზე ნელია და 0.5-დან 4 ჰერცამდე მერყეობს. ეს არის უსიზმრო, ღრმა ძილი, როდესაც სხეული გადის სრულ რეგენერაციას და ჩვენი ცნობიერება უკავშირდება კოლექტიურ არაცნობიერ სამყაროს.
მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თუ გვსურს ცხოვრების შეცვლა, უნდა გამოვიდეთ სტრესული ბეტა მდგომარეობიდან და ჩავიდეთ თეტა სიხშირეზე, სადაც ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამები ინახება.
როგორ დავადგინოთ ჩვენი ამჟამინდელი ჰერცული მდგომარეობა?
1. სუნთქვის რიტმის ტესტი (ბიოლოგიური მეტრონომი)
თქვენი სუნთქვის სიჩქარე პირდაპირპროპორციულია თქვენი ტვინის ტალღების. შეუძლებელია ტვინი იყოს სიმშვიდის (თეტა) სიხშირეზე და თქვენ სუნთქავდეთ სწრაფად.
როგორ გავაკეთოთ:
დაჯექით კომფორტულად, დახუჭეთ თვალები და უბრალოდ დააკვირდით თქვენს სუნთქვას 1 წუთის განმავლობაში. არ შეცვალოთ ის, უბრალოდ დაითვალეთ, რამდენ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას აკეთებთ.
შედეგების გაშიფვრა:
15 ან მეტი ციკლი წუთში: თქვენ იმყოფებით მაღალ ბეტა სიხშირეზე (20-30+ Hz). ეს არის სტრესის, "იბრძოლე ან გაიქეცი" მდგომარეობა. თქვენი სხეული დაძაბულია და კორტიზოლს გამოიმუშავებს.
10-დან 14 ციკლამდე: თქვენ ხართ დაბალ ბეტასა და ალფას საზღვარზე (12-15 Hz). ეს ნორმალური, ფხიზელი და მშვიდი მდგომარეობაა, თუმცა ქვეცნობიერის კარი ჯერ კიდევ დაკეტილია.
5-დან 8 ციკლამდე (ღრმა, მუცლით სუნთქვა): გილოცავთ! თქვენ შეხვედით ღრმა ალფა ან თეტა სიხშირეზე (4-10 Hz). თქვენი გონება გახსნილია, სხეული ისვენებს და იწყება თვითგანკურნების პროცესი.
2. სხეულის "შეკუმშვა-გაფართოების" სკანირება
დაბალი სიხშირეები (შიში, შფოთვა) ფიზიკურ დონეზე იწვევს სხეულის შეკუმშვას. მაღალი სიხშირეები (სიყვარული, სიმშვიდე) იწვევს გაფართოებას.
როგორ გავაკეთოთ:
დახუჭეთ თვალები და გონებრივად "ჩაასკანერეთ" სხეული თავიდან ფეხებამდე. ყურადღება მიაქციეთ 3 მთავარ წერტილს: ყბა, მხრები და მუცელი (მზის წნული).
შედეგების გაშიფვრა:
თუ გრძნობთ, რომ კბილები დაჭერილი გაქვთ, მხრები აწეულია (თითქოს თავის დაცვას ცდილობთ) და კუჭის არეში სიმძიმეა — თქვენი სხეული დაბალ ჰერცებზეა. თქვენი ენერგეტიკული ველი შეკუმშულია და თავდაცვის რეჟიმშია.
თუ ყბა მოდუნებულია (ოდნავ ღია), მხრები ჩამოშვებული და მუცლის არეში სითბოს ან სიმსუბუქეს გრძნობთ — თქვენი სხეული რეზონირებს მაღალ (ალფა/თეტა) ჰერცებზე. თქვენ გაფართოებული ხართ და მზად ხართ ინფორმაციის/ენერგიის მისაღებად.
3. ჰოკინსის ემოციური "ექსპრეს-დიაგნოსტიკა" (გულწრფელობის წუთი)
როგორც უკვე ვისწავლეთ, ემოცია არის ენერგია მოძრაობაში, რომელსაც კონკრეტული ჰერცი გააჩნია. დაუსვით საკუთარ თავს ახლა 2 მარტივი კითხვა:
კითხვა 1: "რა არის ჩემი ფონური, დომინანტური განცდა ბოლო 3 დღის განმავლობაში?"
თუ პასუხია: წყენა, დაღლილობა, შიში ხვალინდელი დღის გამო, ბრაზი ვინმეზე — თქვენი ბაზისური მდგომარეობა 200 ჰერცს ქვემოთაა. ამ მდგომარეობიდან მანიფესტაცია და სურვილების ასრულება არ მუშაობს.
კითხვა 2: "რას ვგრძნობ როცა ვფიქრობ ჩემს მომავალზე — სიმძიმეს თუ სიმსუბუქეს?"
სიმძიმე ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი აპროექტებს წარსულის ნეგატიურ გამოცდილებას მომავალში (სუფთა ბეტა რეჟიმი). სიმსუბუქე და ინტერესი ნიშნავს, რომ თქვენ იმყოფებით მაღალ, შემქმნელ სიხშირეზე.
"ჭეშმარიტების ქანქარა"
ეტაპი 1: სხეულის კალიბრაცია (ნულოვანი წერტილი)
დადექით სწორად. ფეხები მხრების სიგანეზე ოდნავ ვიწროდ. ხელები თავისუფლად ჩამოუშვით.
დახუჭეთ თვალები და ღრმად ჩაისუნთქეთ.
ახლა, ხმამაღლა და მკაფიოდ თქვით თქვენი ნამდვილი სახელი. მაგალითად: „მე მქვია (თქვენი სახელი)“.
არ გაინძრეთ და უბრალოდ დააკვირდით თქვენს სხეულს. არაფერი დააძალოთ. რამდენიმე წამში თქვენ იგრძნობთ, როგორ წავა თქვენი სხეული მსუბუქად წინ. ეს არის თქვენი სხეულის „დიახ“ — მაღალი სიხშირე, ჭეშმარიტების ჰერცი.
ეტაპი 2: დისონანსის (დაბალი სიხშირის) შემოწმება
ახლა დავბრუნდეთ ცენტრში. ისევ დახუჭეთ თვალები.
ახლა ხმამაღლა თქვით სრულიად აბსურდული ტყუილი. მაგალითად: „მერლინ მონრო“ ან თქვით სახელი, რომელიც ნამდვილად არ გქვიათ.
დააკვირდით სხეულს. თქვენ წამიერად იგრძნობთ, როგორ დაკარგავთ საყრდენს და სხეული უნებლიეთ უკან გადაიხრება. ეს არის სხეულის „არა“ — დაბალი სიხშირე, ტყუილის ჰერცი, რომელსაც სხეული გაურბის.
ეტაპი 3: ემოციური სიხშირეები ახლა კი, როცა უკვე იცით, როგორ მუშაობს ეს, მოდით შევამოწმოთ ის ემოციები და სიტყვები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.
დადექით ისევ სწორად, დახუჭეთ თვალები.
ახლა, მთელი გულით, ხმამაღლა და დამაჯერებლად თქვით სიტყვა: „სიძულვილი... მე მძულს.“
დაელოდეთ. იგრძენით, როგორ მძიმდება ენერგია და როგორ გაგდებთ სხეული უკან. თქვენმა უჯრედებმა წამიერად მიიღეს სტრესის ჰერცი. წარმოიდგინეთ, რას უშვრება ეს სიტყვა თქვენს ორგანოებს ყოველდღიურ ცხოვრებაში!
ახლა დავბრუნდეთ ცენტრში.
გაიღიმეთ, გაშალეთ მხრები და ხმამაღლა, თბილად თქვით: „სიყვარული... მადლიერება.“
დაელოდეთ. იგრძენით როგორ აივსო სხეული სიმსუბუქით და როგორ წაგიღოთ წინ, ამ ენერგიისკენ.
გიდირებული მედიტაცია

_edited.jpg)
_edited.jpg)



უდიდესი მადლიერება ჩემგან❤️☀️
მადლობა
მადლობა❤️