🔴ნეგატივის მოშორების მაგიური რიტუალი
ეს რიტუალი საუკეთესოა სავსე მთვარეზე ან ღამის საათებში შესრულდეს)
🔴რა დაგჭირდებათ
შავი სანთელი (ნეგატივის შთანთქმისთვის)
თეთრი სანთელი (გაწმენდისთვის)
სელის ან მარილის წრე (დაცვა)
სალბის ან პალო-სანტოს კვამლი
ერთი პატარა სარკე მრგვალი.
ერთი ქაღალდის ფურცელი და შავი მელნის კალამი
ჯამი წყლით
ზღვის მარილი ან ჰიმალაის მარილი
✨რიტუალის შესრულება
🔴1. სივრცის გაწმენდა
აანთე სალბი ან პალო-სანტო და დაატრიალე შენი სხეულის ირგვლივ, რათა გაწმინდო ენერგია.
სანთლები დადგი მაგიდაზე: შავი მარცხნივ, თეთრი მარჯვნივ.
შენს ირგვლივ მოაყარე მარილი ან სელის თესლი, რათა შეიქმნას მაგიური წრე.
🔴2. ნეგატივის დაფიქსირება
ჩაწერე ქაღალდზე ყველაფერი, რისგანაც გინდა გათავისუფლება (შიშები, ნეგატიური ემოციები, ცუდი მოვლენები).
დაიჭირე სარკე და ჩაიხედე მასში, წარმოიდგინე როგორ აირეკლავს ის შენს ნეგატივს და მიაბრუნებს უკან სამყარო.
🔴3. გათავისუფლების აქტის შესრულება აანთე შავი სანთელი და დააკვირდი მის ალს, წარმოიდგინე, როგორ წვავს ის ნეგატივს.
წაიკითხე ეს სიტყვები სამჯერ:
„მუქი ჩრდილები ქრება,
სანთლის ალი შთანთქავს,
რასაც ვერ ვხედავ, ის მკრთალდება,
რაც არ მჭირდება, ის ქრება.
ნათელი გზას გამინათებს,
ბოროტებისგან ვთავისუფლდები“
დაწვი ქაღალდი შავი სანთლის ალში და ჩაყარე ჯამში, სადაც წყალი და ზღვის მარილია.
წარმოიდგინე, როგორ იხსნება შენს ენერგიაში ბარიერები და როგორ იხსნები სიმსუბუქისკენ.
🔴4. გაწმენდის ეტაპი
ჩააქრე შავი სანთელი და აანთე თეთრი.
ხელები დაიბანე მარილიან წყალში და წარმოთქვი:
„სინათლე ჩემს სულში,
სიწმინდე ჩემს გულში,
მხოლოდ კარგი მომყვება,
ბოროტება მშორდება.“
სარკე გაწმინდე და დამალე ისეთ ადგილას, სადაც არავინ შეეხება (ნეგატივის შთანთქმისთვის,მისი გამოყენება სხვა დროსაც შეგიძლიათ).
მარილის წრე მიმოფანტე ჰაერში ან დაყარე გარეთ.
რიტუალის შემდეგ დალიე სუფთა წყალი და ცოტახნით დაჯექი სიწყნარეში. შეგიძლია, მოუსმინო მშვიდ მუსიკას ან მედიტაცია შეასრულო..
ეს რიტუალი დაგეხმარება ნეგატიური ენერგიებისგან გათავისუფლებაში და შენს გარშემო ნათელ ენერგიას შექმნის.


მადლობა