top of page

სინათლის არხი-დახურული ჯგუფი

Public·506 friends

luminara- ლუმინარა

ელემენტების მაგია

სიმბოლური ფორმა,პროგრამის,წარმატებით დასრულებისთვის. გისურვებთ წარმატებებს🙏

"თვითდაჯერებულობა"

ნაკვერჩხლის რიტუალი: როცა გსურს წარსულის გაშვებმა"

„არის სიტყვები, რომლებიც არასდროს ვთქვით... გრძნობები, რომლებიც არ ვაღიარეთ… და ტკივილები, რომლებიც სხეულში ჩარჩა როგორც ჩრდილები. მაგრამ ყოველ ამ უჩინარ ნაწილს სჭირდება გათავისუფლება – თორემ ისინი ჩვენ გვფლობენ.“

ძალიან ხშირად ვგრძნობთ შინაგან სიმძიმეს, თითქოს რაღაც ძველი მეხსიერება არ გვიშვებს და არ გვაძლევს წინ წასვლის უფლებას.ეს შეიძლება იყოს:

სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვით;


მოტყუება, რომელიც ვერ მოვინელეთ;


იმედი, რომელიც ჩავახშეთ.

ეზოთერულად, ეს ჩარჩენილი ემოციები ხდება ენერგეტიკული კვანძები. და როცა მათ აღიარებით და სიმბოლურად ვუშვებთ — ენერგია იხსნება.

ჩუმი რიტუალი – "ნაკვერჩხლით გათავისუფლება"

(შეასრულე მარტოობაში, სიჩუმეში)

დაგჭირდება:

ერთი პატარა ფურცელი


სანთელი


ჯამი წყლით ან მიწით

და ნაკვერჩხალი.

რიტუალის ნაბიჯები:

დაჯექი მშვიდად, დახუჭე თვალები და მოიხმე საკუთარი ენერგია. თქვი ჩუმად:„ვბრუნდები ჩემში – ყველაფერთან ერთად, რაც ჩემშია.“


დაწერე ფურცელზე ერთი გრძნობა, გამოცდილება ან ტკივილი, რომელიც უკვე აღარ გემსახურება.


დაანათე სანთელი და როცა მზად იქნები, დადე ფურცელი ნაკვერჩხალზე და უყურე, როგორ იწვის ნელ-ნელა.


სანამ იწვის, თქვი:„გემშვიდობები მადლობით. შენ იყავი ჩემი მასწავლებელი, მაგრამ აღარ ხარ ჩემი ნაწილი.“

ბოლოს როცა სრულად დაიფერფლება ქაღალდი დაასხი წყალი შვიდჯერ ნაწილ ნაწილ.

ეს არ არის უბრალოდ რიტუალი – ეს ენერგეტიკული ცვლილებაა.

64 Views
bottom of page