გაფრთხილება ყველას! -აუცილებლად წაიკითხეთ!

გამარჯობა მე ჩემს თავს მივეცი დრო გარკვეული დასკვნების გამოსატანად სინათლის არხის დახურულ ჯგუფთან დაკავშირებით. რასაც თვქნეც გაგაცნობთ და იმედია ამაზე მეორედ აღარ მომიწევს განმეორება.
როდესაც ეს სივრცე შევქმენი, ჩემი მთავარი მიზანი იყო ცოდნის გაზიარება და ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც თითოეული თქვენგანის ჩართულობა საერთო ენერგიას შექმნიდა. თუმცა, რეალობა, რომელსაც დღეს ვხედავ,ჩემი მოლოდინებისგან შორს არის.
სააბონენტო გადასახადი მხოლოდ წვდომა არ არის, ეს არის განაცხადი თქვენს მზაობაზე, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე და იყოთ აქტიური ნაწილი იმ პროცესების, რასაც აქ ვავითარებთ.
სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში აბსოლუტური სიჩუმე და პასიურობა სუფევს როგორც ნაცნობების, ისე უცნობების მხრიდან. ენერგია ყოველთვის ორმხრივია – მე გაწვდით რესურსს, თქვენგან კი უკუკავშირს ველოდები. როდესაც ეს ჯაჭვი წყდება, ჯგუფის არსებობა აზრს კარგავს.
მინდა პირდაპირ და გულწრფელად გითხრათ გინდ გეწყინოთ: თუ კომუნიკაცია და ინტერესი მხოლოდ ცალმხრივი დარჩება, მომავალში ამ სივრცის შენარჩუნება და გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. მე არ მსურს ისეთი გარემოს მართვა, სადაც ადამიანები მხოლოდ ფორმალურად ირიცხებიან და არ იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რისთვისაც აქ გაწევრიანდნენ.
ივლისამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ეს პერიოდი იქნება გადამწყვეტი იმის გასაგებად, რამდენად გჭირდებათ რეალურად ეს პლატფორმა და რამდენად ხართ მზად იყოთ ამ ყველაფრის თანამონაწილე.
დაფიქრდით, რატომ ხართ აქ და რას ელოდებით ამ სივრცისგან, რადგან ასეთი არააქტიურობის პირობებში, სივრცის დატოვება ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი იქნება და წინააღმდეგ შემთხვევეაში აუცილებლად დატოვებთ ლუმინარას საიტს.
საკმაოდ ბევრი მედგაცრუება მივიღე და მორიგის უფლებას არავის მივცემ მადლობა ყუარდღებისთვის.


ვაღიარებ პასიურობას და განა იმიტომ რომ არ მაინტერესებს , არა პირიქით აღფრთოვანებული ვარ ,ამდენ სასარგებლო ,საინტერესო ცოდნას და პრაქტიკებს რომ გვიზიარებთ აბო🙏ნამდვილად დასაფასებელია, შეძლებისდაგვარად შემოვდივარ და გადევნებთ თვალს, მაგრამ შესასრულებლად კიდევ ვერ ვახერხებ დროის დათმობას🙈მოვალეობის მიხედვით შესრულებული პრაქტიკების არც მწამს და ვიცი არც იმუშავებს , ასე რომ ველოდები შესაფერის დროს და განწყობას 🙏
ფასდაუდებელ შრომას დებთ ამ პროგრამაში და უღმესი მადლობა აბო🙏❤️