სახლის უარყოფითი ენერგიისგან დამცავი თილისმა

ეს თილისმა დაიცავს შენს სახლს ნეგატიური ენერგიის, ბოროტი თვალიs და არასასურველი ზეგავლენისგან.
მომზადება
ინგრედიენტები:
1.მცირე ქსოვილის ჩანთა (შავი ან ლურჯი)
2.ზღვის მარილი (გაწმენდისთვის)
3.შავი ტურნალინი ან ობსიდიანი (ნეგატივის შთანთქმისთვის)
4.ლავანდა (სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის)
5.დიდი დარიჩინის ჩხირი (დაცვისა და ძალის სიმბოლო)
6.ნემსი და წითელი ძაფი (ჯადოსნური შეკვრა)
7.3 მცირედი ლერწმის ან როზმარინის ტოტი (სახლში სულიერი დაცულობისთვის)
1 ცალი ბიბლიური ან მაგიური სიმბოლო (ჯვარი,რუნა, ოკულტური ნიშანი, პენტაგრამა)
თილისმის მომზადების პროცესი
1. სივრცის ენერგიის გაწმენდა
აანთე სალბი, პალო-სანტო ან საკმეველი და გაწმინდე სივრცე, სადაც იმუშავებ.
გონებაში წარმოთქვი შემდეგი სიტყვები:
„ვქმნი თილისმას, რომელიც დაიცავს ჩემს სახლს ყოველგვარი ბოროტებისგან, შავი ენერგიისგან და უარყოფითი ზეგავლენისგან.“ამინ
2. ინგრედიენტების ერთიანობა
ქსოვილის ჩანთაში მოათავსე ზღვის მარილი, ლავანდა, შავი ტურნალინი (ან ობსიდიანი), დარიჩინი და მცენარეული ტოტები.
ჩანთაში ჩადე შენი არჩეული სიმბოლო (დაწერე ქაღალდზე ან ამოწვი ხის პატარა ნაჭერზე).
დალუქე ჩანთა ნემსითა და წითელი ძაფით, და წარმოთქვი:
„სამჯერ შეკრული, სამჯერ დამოწმებული,ძალა ამ თილისმაში იფეთქებს,სახლი იქნება წმინდა და დაცული,ვერ შემოაღწევს ბოროტი ზრახვა.“ამინ
3. თილისმის გააქტიურება
ხელებში დაიჭირე თილისმა და წარმოიდგინე, როგორ იტევს ის ოქროსფერ ენერგიას.
ჩააქრე სანთელი, თუ გქონდა ანთებული, და თილისმა განათავსე კარის თავზე, მთავარ შესასვლელთან ან იმ ადგილზე, სადაც შენ გრძნობ ყველაზე მეტ ენერგეტიკულ სისუსტეს.
4.თილისმის განახლებათვეში ერთხელ, სასურველია სავსე მთვარეზე ან ახალი მთვარის პერიოდში,ჩამოხსნა თილისმა, გაასუფთავო საკმევლით და განაახლო მისი ენერგია.


მადლობა