2025 წლის აპრილის თვის ასტროლოგიური მიმოხილვა!
- luminara- ლუმინარა

- Mar 31
- 2 min read
გადმოწერე აპლიკაცია და გახდი ლუმინარას წევრი!
აიფონის მომხმარებლებმა გადმოწერეთ აპლიკაცია https://apps.apple.com/ge/app/spaces-follow-businesses/id1099748482 ანდროიდის მომხმარებლებმა გადმოწერეთ აპლიკაცია https://play.google.com/store/apps/details?id=com.wix.android
ასევე შეგიძლიათ შემოუერთდეთ დახურულ ფასიან ჯგუფ ლუმინარას!
♈ ვერძი
აპრილი შენთვის შინაგანი ცეცხლის გაღვიძების თვეა. პლანეტები გიბიძგებენ მოქმედებისკენ – ახალი პროექტები, იდეები და კარიერული ნაბიჯები დაგიფასდება. იყავი ფხიზლად ფინანსებთან დაკავშირებით – სპონტანურობა საჭირო არ არის.
♉ კურო
ეს თვე გაბრუნებს შენს ფესვებთან – მნიშვნელოვანი იქნება პირადი სივრცე, ოჯახი და შინაგანი სიმშვიდე. აპრილის ბოლოს შეიძლება გადამწყვეტი გადაწყვეტილება მიიღო კარიერის ან ურთიერთობის სფეროში. შენს ინტუიციას ენდე.
♊ ტყუპი
აპრილში შენი გონება აქტიური და მოტივირებულია. კომუნიკაცია, კონტრაქტები და სწავლა – ყველაფერი სწრაფად მიდის წინ. ფრთხილად იყავი ინფორმაციის გადამუშავებისას – დეტალები არ გამოგრჩეს.
♋ კირჩხიბი
თვე ფინანსური ზრდის და სტაბილურობისკენ წაგიყვანს. სამუშაოზე შეიძლება ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდეს. სასიყვარულო ურთიერთობებში კი სიღრმისეული საუბრები მნიშვნელოვანია. გაწონასწორებული მოქმედება მოგიტანას წარმატებას.
♌ ლომი
აპრილი შენს სცენაზე დაბრუნებას ნიშნავს. გრძნობ, როგორ ივსები ენერგიით და თავდაჯერებით. შეიძლება ყურადღების ცენტრში მოექცე ან ახალი შემოქმედებითი იდეა დაგებადოს. სასიყვარულოდაც ძალიან ცხელი პერიოდია.
♍ ქალწული
შენთვის ეს თვე შიდა გადატვირთვის დროა. შესაძლოა საჭირო გახდეს ძველი საკითხების გადახედვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და ემოციური წონასწორობა. გირჩევ, მეტი დრო დაუთმო მარტოობას და საკუთარ შინაგანი ხმის მოსმენას.
♎ სასწორი
აპრილში ყურადღება გადაგაქვს სოციალურ ურთიერთობებზე. ჯგუფური საქმიანობები, მეგობრები და საერთო იდეები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ. სასიყვარულოდ მოულოდნელი ცვლილებები მოსალოდნელია – შესაძლოა ძველი გრძნობა კვლავ გაღვივდეს.
♏ მორიელი
მიმდინარეობს მძლავრი გარდაქმნის პროცესი. კარიერული პერსპექტივები აქტიურდება – შეიძლება მიიღო პოზიცია ან პატივი, რაზეც დიდხანს ოცნებობდი. ემოციურად კი მოგიწევს საკუთარ საზღვრებთან მუშაობა.
♐ მშვილდოსანი
აპრილი შენთვის სულიერი და ფილოსოფიური ძიების დროა. სასურველია სწავლა, მოგზაურობა ან სამყაროს ახალი გადმოსახედიდან დანახვა. ურთიერთობებში აუცილებელია ღია კომუნიკაცია და საზღვრების პატივისცემა.
♑ თხის რქა
ფოკუსი რჩება ფინანსებსა და ღრმა კავშირებზე. შესაძლოა მიიღო მემკვიდრეობა ან ინვესტიციაში ჩაერთო. ურთიერთობებში კი დროა გაარკვიო, ვინ არის შენს გვერდით სინამდვილეში. გულწრფელობა იქნება შენი ძალა.
♒ მერწყული
აპრილი მნიშვნელოვანად აფართოებს ურთიერთობის თემას – იქნება ეს საქმიანი პარტნიორობა თუ რომანტიკა. დროა იპოვო ბალანსი „მე“-სა და „ჩვენ“-ს შორის. მარტივი გადაწყვეტილებები ხშირად არ იმუშავებს – საჭირო იქნება სიღრმისეული ანალიზი.
♓ თევზები
ეს თვე გიბიძგებს ყოველდღიური რუტინის გაუმჯობესებისკენ. ჯანმრთელობაზე და სამუშაო პროცესზე ყურადღება უნდა გაამახვილო. კარგად იგრძნობ თავს, თუ შეძლებ დისციპლინისა და შემოქმედების შერწყმას.
ტაროლოგიური მატრიცა
60
Book Now
ენერგეტიკული წმენდვა
60
Book Now

(1).png)



მადლობა 💛
დიდი მადლობა 🙏❤️
დიდი მადლობა აბო❤️