„დოსჰები და დაბადების რიცხვი: როგორ ემთხვევა შენი აიურვედული ტიპი ნუმეროლოგიურ კოდს?“
შენში მოქმედებს ორი უძველესი სისტემა —აიურვედა (სხეულის ენერგეტიკული ტიპი) და ნუმეროლოგია (სულის რიცხვითი კოდი).ეს ორი განსხვავებული, მაგრამ შთამბეჭდავად შერწყმადი სისტემა იძლევა გაოცებით ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ:
როგორ იაზრებ ცხოვრებას
როგორ რეაგირებ სტრესზე
რა გზით ხდება შენი ბალანსირება
და როგორ იღვიძებს შენი სული
როცა დოსჰა და რიცხვი თანხვდება — ეს ნიშნავს, რომ სული და სხეული სინქრონში ცეკვავენ.
სამი დოსჰა
ვატა (ჰაერი + ეთერი)– სწრაფი აზროვნება, კრეატიულობა, შფოთვისკენ მიდრეკილება.
პიტა (ცეცხლი + წყალი)– მიზანდასახულობა, მკვეთრი ემოციები, სითბო და მწვავე რეაქცია.
კაფა (წყალი + მიწა)– სტაბილურობა, თანაგრძნობა, ზოგჯერ მოდუნება და ინერტულობა.
ნუმეროლოგიური ძირითადი არქეტიპები (1–9)
დაბადების ძირითადი რიცხვი ითვლება:Აჯამებ შენს დაბადების თარიღის ყველა ციფრს, სანამ ერთ ციფრამდე არ დაიყვან.მაგ: 1990-04-21 → 1+9+9+0+0+4+2+1 = 26 → 2+6 = 8
როგორ ეწყობა დოსჰა და რიცხვი ერთმანეთს?
ვატა დოსჰა
(ჰაეროვანი, შემოქმედებითი, ცვალებადი)
შესატყვისი რიცხვები:
5 – მერკურის ვიბრაცია. აქტიური გონება, მოძრაობის მუდმივი მოთხოვნა.
7 – შიგნით ჩაღრმავება, სიზმრების სამყარო.
3 – სპონტანური შემოქმედება და სიხალისე.
ტენდენცია დისბალანსისას: შფოთვა, სირთულე ფოკუსირებაში.
ბალანსის გზა: რიტმული სუნთქვა, სტაბილური რუტინა,სითხის მიღება დილით.
პიტა დოსჰა
(ცეცხლოვანი, ინტელექტუალური, მიზანმიმართული)
შესატყვისი რიცხვები:
1 – ლიდერობა, იდენტობა, ცეცხლის ენერგია.
8 – კარმული ძალა, კონტროლი, წარმატების მიზანი.
9 – სულიერი მებრძოლი, ტრანსფორმაციის არქეტიპი.
ტენდენცია დისბალანსისას: აგრესია, უკონტროლო ცეცხლი, სიბრაზე.
ბალანსის გზა: გაგრილება (ქოქოსი, ალოე, იოგა), ვენერასთან კავშირის აღდგენა
კაფა დოსჰა
(დამამშვიდებელი, მზრუნველი, მდგრადი)
შესატყვისი რიცხვები:
2 – ემოციური თანაგრძნობა, შინაგანი სიჩუმე.
4 – მიწიერი სიმყარე, სტრუქტურის სიყვარული.
6 – ჰარმონია, ბალანსი, ოჯახის ენერგია.
ტენდენცია დისბალანსისას: მოდუნებულობა, ზარმაცი გონება, გადაჭარბებული მიჯაჭვულობა. ბალანსის გზა: დინამიკა, თბილი სუნელები, მზე, მუსიკალური ვიბრაცია.
როგორ გამოვიყენოთ ეს შერწყმა პრაქტიკაში?
გაარკვიე შენი დოსჰა და დაბადების ძირითადი რიცხვი.
შეამოწმე — ეხმიანებიან თუ არა ერთმანეთს?– მაგალითად: ვატა+5 ქმნის მერკურიან ინოვატორს– პიტა+8 ქმნის მენეჯერს ან პოლიტიკურ ლიდერს– კაფა+6 ქმნის ღრმა ემპათს ან სულიერ მხარდამჭერს
შექმენი დღის რუტინა ორივეს თანხვედრის მიხედვით– საკვები, სუნთქვა, მანტრა და საქმეები იმ არქეტიპზე მორგებულად, ვინც ხარ.





0001-01-01T00:00:00.000Z
7 ვატა დოსჰა შიგნით ჩაღრმავება სიზმრების სამყაროო და სიზმრებს რატომ ვერ ვხედავ? პრინციპში არ მძინავს ღამე და 😀😀
მე 5 ვარ