როგორ დავტოვოთ სხეული და შევისწავლოთ უხილავი სამყარონი?
- luminara- ლუმინარა
- Apr 14
- 2 min read
ასტრალური მოგზაურობა: როგორ დავტოვოთ სხეული და შევისწავლოთ უხილავი სამყარო?
გიფიქრია ოდესმე, რომ შენი სხეული არ არის შენი მთელი არსება?რომ ღამით, ძილში, ან ღრმა მედიტაციაში შენი სული შეიძლება სხეულის ფარგლებს გაცდეს და იმოგზაუროს სივრცეებში, რომლებიც თვალისთვის უხილავია?
ეს არ არის ფანტასტიკა. ესაა ასტრალური მოგზაურობა — უძველესი სულიერი პრაქტიკა, რომელსაც ფლობდნენ ეგვიპტელები, ჰერმეტისტები, შამანები და თანამედროვე ეზოთერიკოსები.
რა არის ასტრალური მოგზაურობა?
ასტრალური მოგზაურობა (ან ასტრალური პროექცია) —ეს არის პროცესი, როდესაც შენი ცნობიერება ტოვებს ფიზიკურ სხეულს და გადადის "ასტრალურ სხეულში", რათა იმოგზაუროს სხვა განზომილებებში.
ეს არ ნიშნავს სიკვდილს —ეს ნიშნავს დროებით განთავისუფლებას სივრცისა და მატერიისგან.
როდის ხდება ასტრალური მოგზაურობა?
ღრმა მედიტაციის დროს
ძილის ფაზაში (განსაკუთრებით ლუციდური სიზმრების დროს)
ორმხრივი სიფხიზლე–ძილის საზღვარზე
ტრანსის ან მედიტაციური ექსტაზის მდგომარეობაში
უეცარი შოკის ან ტკივილის დროს
რას ვხედავთ ასტრალში?
ეს არის მრავალგანზომილებიანი, ლამაზი, პარალელური სივრცე, სადაც:
დრო და სივრცე არ მოქმედებს ისე, როგორც აქ
შეგიძლია მოინახულო სხვა ქვეყნები წამებში
შეხვდე გარდაცვლილებს ან სულიერ მეგზურებს
მოისმინო ცოდნა პირდაპირ წყაროდან
დაინახო შენი აურა ან სხვისი ენერგეტიკული მდგომარეობა
როგორ მივაღწიოთ ასტრალურ პროექციას?
საგულდაგულო მომზადება აუცილებელია.აი გზის ეტაპები:
რელაქსაცია – დაამშვიდე სხეული სრულად,
სუნთქვითი ჰარმონია – ღრმა, ნელი სუნთქვა,
თვალის დახუჭვის შემდეგ – ვიზუალიზაცია– წარმოიდგინე, როგორ ტოვებ სხეულს– ან როგორ ტივტივებ ზემოთ...
ფოკუსირება სხეულის გარშემო ენერგიის ცირკულაციაზე,
შეინარჩუნე გონების სიმკვეთრე.
ეს არის კრიტიკული მომენტი: ფხიზელი გონება მძინარე სხეულში👉 ამ დროს იწყება "გამოყოფა"
⚠️ უსაფრთხოების წესები
დაიწყე მხოლოდ პოზიტიურ მდგომარეობაში
გამოიყენე ენერგეტიკული დაცვა (ვიზუალური ფარი, სიმბოლოები, მანტრა)
არ იმოგზაურო შიშით – შიში ასტრალში იზიდავს დაბალ ვიბრაციებს
დაბრუნებისას აუცილებლად გაიაზრე „მე ბრუნდები ჩემი სხეულში სრულად, მშვიდად, მთლიანად.“
მადლობა ♥️❤️♥️
ერთმანეთზე მეტად საიტერესო მასალაა,გმადლიბთ აბო.