როგორ ხდება კოსმოსური კომუნიკაცია სიმბოლოებით?
- luminara- ლუმინარა

- Sep 18
- 1 min read
ადამიანის ტვინი ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილს ითვისებს სიტყვიერად. ნამდვილი გაგება და კავშირი სიმბოლოებით ხდება. კოსმოსი სიმბოლოების ენით გვესაუბრება — სიზმრებში, სინქრონულობებში, სიმღერის ტექსტებში, უცნაურ სიმბოლოებში გზაზე ან სხეულზე.
მაგალითად:
სიზმარში გველი — ტრანსფორმაციის, შიშის ან სიბრძნის არქეტიპია
გატეხილი საათი — დროის დაკარგული კონტროლი,
ფრთები — ამაღლება ან სულიერი გაღვიძება,
როგორ ამოიცნო საკუთარი პირადი სიმბოლო?
საკუთარ სიმბოლოს ადამიანი გრძნობს იქ, სადაც გარკვეული გრძნობა გაძლიერებულად ჩნდება: შიშის, მოწიწების, აღტაცების ან სითბოს ფორმით. ის შეიძლება გამოჩნდეს:
სიზმრებში განმეორებით,
ბავშვობიდან მოყოლებული ვიზუალურ მოზიდვაში,
ცხოვრებისეული კრიზისების დროს,
მედიტაციაში ან ენერგეტიკულ სავარჯიშოში.
როგორ გამოიყენო სიმბოლოები პრაქტიკაში?
სიმბოლური მედიტაცია — წარმოსახვით შეღწევა არქეტიპულ სივრცეში
ტაროს არქეტიპული ბარათები — ცხოვრების ეტაპების იდენტიფიცირება,
სიმბოლური ნახაზი — შინაგანი ენერგიის ვიზუალიზაცია.
თილისმები და სიგილები — სიმბოლოს ენერგიის პროგრამირება კონკრეტულ მიზანზე
მაგალითი რიტუალისა: პირადი სიმბოლოს გააქტიურება.
შეარჩიე სიმბოლო, რომელიც შენთვის ძლიერ რეზონირებს
დახატე იგი ბუნებრივი მასალით (ნახშირი, მიწა, ცვილი).
დაწერე ფრაზა, რასაც ის სიმბოლო გაძლევს: „მე ვარ ეს ძალა, ეს ფორმა, ეს გზავნილი.“
იმედიტირე და დააკვირდი მინიშნებებს შემდეგ 3 დღე ღამის მანძილზე.
სიმბოლოები ეს არის უმაღლესი კავშირი უტყუარ ჭეშმარიტებასთან — უსიტყვო ენაზე. მათი გაშიფვრა კი ნიშნავს იმ ტალღაზე დადგომას, სადაც კოსმოსი შენით უკვე საუბრობს.

(1).png)



🙏❤️
ძალიან საინტერსო იყო,გმადლობთ🥰🥰
მადლობა აბოო
მადლობა აბო 🙏🫠
💙💙💙💙