top of page

სინათლის არხი-დახურული ჯგუფი

Public·506 friends

luminara- ლუმინარა

ელემენტების მაგია

სიმბოლური ფორმა,პროგრამის,წარმატებით დასრულებისთვის. გისურვებთ წარმატებებს🙏

"თვითდაჯერებულობა"

დღე მეორე კვების რაციონი!

მეორე დღე – დეტოქსი და დატვირთვის გაშვება

თემა: "ვუშვებ,ყოველივეს რაც აღარ მეკუთვნის"

ელემენტი: წყალი + ჰაერი

ენერგია: გამწმენდი, მსუბუქი, ნაკლებად მყარიც, რათა მოხდეს შიდა „სითხეების“ განთავისუფლება

 

დილა – მსუბუქი, გამწმენდი და გამაცოცხლებელი


1. თბილი კამისა და ჯინჯერის წყალი.


ინგრედიენტები:

 

1 ჩ/კ დაქუცმაცებული კამის თესლი ან მწვანე კამის ღეროები.

2–3 ნაჭერი ახალი ჯინჯერი

250 მლ წყალი

 მომზადება:

 კამა და ჯინჯერი მოათავსე ცხელ წყალში.

ადუღე დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.

გადაწურე და ნელა დალიე დილით ცარიელ კუჭზე.

 

2. წიწიბურას ფაფა ვაშლით და დარიჩინით

ინგრედიენტები:


1/3 ჭიქა წიწიბურა

1 პატარა ვაშლი, დაჭრილი

1 ჩ/კ სელის თესლი

1/2 ჩ/კ დარიჩინი

მცენარეული რძე ან წყალი – 1 ჭიქა

 

მომზადება:

 

წიწიბურა გარეცხე და მოხარშე წყალში ან მცენარეულ რძეში.

დაამატე ვაშლი, დარიჩინი და სელის თესლი.

ხარშე სანამ ნაზი ტექსტურა არ ექნება.

მიირთვი თბილად, ნელა და აუჩქარებლად.

 

შუადღე – დეტოქსური წვნიანი და დამამშვიდებელი ბოსტნეული

 

3. ბოსტნეულის მსუბუქი სტიუ ბრინჯით

ინგრედიენტები:


ბროკოლი – 1/2 ცალი.

სტაფილო – 1 ცალი

ყაბაყი – 1/2 ცალი

1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

მწვანილი: ქონდარი, ბაზილიკი

ზღვის მარილი

1/2 ჭიქა ბასმატი ბრინჯი (ცალკე მომზადებული)

 

მომზადება:

 

ბოსტნეული მოთუშე ორთქლზე ან ცოტაოდენ წყალში.

დაამატე მწვანილი და ზეთი.

მიართვი ბრინჯთან ერთად ან ზედ მოასხი.

 

4. შუადღის ჩაი – ანისი + გვირილა


ინგრედიენტები:

1 ჩ/კ ანისი

1 ჩ/კ გვირილა

250 მლ წყალი

 

მომზადება:

 

დაასხი მდუღარე წყალი და დააყენე 10 წუთი.

 დალიე ოდნავ თბილი მდგომარეობით, სასურველია საკვების შემდეგ.

 საღამო – დამშვიდება და ემოციური გამოშვება

 

5. ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე სუპი

ინგრედიენტები:


1 ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტო,

1/2 სტაფილო

1 ჩ/კ ქონდარი

მარილი – ზომიერად

ზეითუნის ან სელის ზეთი – 1 ჩ/კ

 

მომზადება:

 

ბოსტნეული მოხარშე ერთ ჭიქა წყალში 15 წუთი.

ბლენდერით დააქუცმაცე.

დაამატე სუნელები, ზეთი და  ოხრახუში.

 

6. ვაშლის მოთუშული დესერტი

ინგრედიენტები:


1 პატარა ვაშლი

1/4 ჩ/კ დარიჩინი

სურვილისამებრ: წვეთი თაფლი (სრულად გაგრილების შემდეგ)

 

მომზადება:

ვაშლი დაჭერი და მოთუშე 5 წუთით ცოტაოდენ წყალში.

დაამატე დარიჩინი.

მიირთვი თბილად.

 

7. საღამოს ჩაი – ბაზილიკი და ლიმონი


ინგრედიენტები:

 

1 ჩ/კ ბაზილიკი

1 ნაჭერი ლიმონი

 

250 მლ წყალი

 

მომზადება:

 

დაასხი წყალი ინგრედიენტებს, დააყენე 10 წუთი.

 

დალიე დაძინებამდე ერთი საათით ადრე,მაშინვე ნუ წამოწვები სასურველია იმოძრაო ან იჯდე და გააგრძელო ძილის წინა პროცედურები.

261 Views

საოცარია🥰 რომ გრძნობ როგორ გიჯანმრთელდება ორგანიზმი.

bottom of page