top of page

სინათლის არხი-დახურული ჯგუფი

Public·506 friends

luminara- ლუმინარა

ელემენტების მაგია

სიმბოლური ფორმა,პროგრამის,წარმატებით დასრულებისთვის. გისურვებთ წარმატებებს🙏

"თვითდაჯერებულობა"

ჰიპნოგოგიური ჰალუცინაციები და ძილის პარალიზი: ფსიქოლოგიური ფენომენი თუ პარანორმალური გამოცდილება?

წარმოიდგინე ღამე:წვები დასაძინებლად, წყვდიადი ოთახში შუქიც არ შემოდის... უეცრად, გეჩვენება რომ ვიღაც შენს ოთახშია. სხეული გაქვს გაშეშებული. არ შეგიძლია ამოძრავება, თითქოს უხილავი ძალა გაკავებს. ხედავ ჩრდილს, რომელიც ნელ-ნელა გიახლოვდება. და შენ გრძნობ მის არსებობას — მის მზერას, მის ნეგატიურ ვიბრაციას... თითქოს არ ხარ მარტო. ის იქ არის.

ბევრისთვის ეს სცენა მისტიკური თავდასხმის ან ბნელი სულის ვიზიტის გამოცდილებაა. მაგრამ ფსიქოლოგიაში ამას ჰქვია:

ჰიპნოგოგიური ჰალუცინაციები და ძილის პარალიზი


ეს მდგომარეობა ხორციელდება მაშინ, როცა ტვინი იღვიძებს, მაგრამ სხეული ჯერ კიდევ ძილის ფაზაში რჩება. წარმოიშობა დამაბნეველი ჰიბრიდული მდგომარეობა: გონება ფხიზლობს, მაგრამ კუნთები ვერ მოძრაობს. ამ დროს ადამიანს შესაძლოა გამოუჩნდეს:


🪬ჩრდილოვანი ფიგურები


🪬ხმები და ჩურჩული


🪬სხეულზე დაწოლის შეგრძნება


🪬უცხო ენერგიის შიში


🪬უცხო ძალის ყოფნის განცდა


🪬ფრების ან სხეულიდან გამოსვლის შეგრძნება


🔴რატომ ხდება ასე?

ფიზიოლოგიურად:

ჩვენი სხეული დაცულია ძილის დროს — REM ფაზისას კუნთები დროებით პარალიზებულია, რათა სიზმარში მოქმედებები რეალურ მოძრაობებად არ იქცეს.


თუ ტვინი წამით ადრე „გაიღვიძებს“, ვიდრე სხეული — ადამიანი ამ პარალიზის შეგრძნებას განიცდის.

ფსიქოლოგიურად:

ჰიპნოგოგიური ჰალუცინაციები უფრო ხშირია სტრესის, უძილობის, ემოციური გამოფიტვისა და სენსიტიური ფსიქიკის დროს.

ადამიანის ტვინი ცდილობს ახსნა მოუძებნოს უცნობ განცდას — და ფანტაზია ირთვება: ჩნდებიან დემონები, უცხოპლანეტელები, ან სულებიც კი.

ეზოთერული ხედვა

მისტიკურ სწავლებებში ეს ფენომენი აღიქმება არამატერიალურ სამყაროში გადასასვლელ კარიბჭედ. სულიერი პრაქტიკოსები მას განიხილავენ როგორც:

ასტრალურ განშორებას (ასტრალური სხეულის გამოყოფას)

ღამის არხის გახსნას, როცა სულიერად ხარ გატაცებული.

ჩრდილოვანი არსების ვიზიტს, რომლებიც მოდიან ქვეცნობიერის წვდომისთვის ან ენერგიის ამოღებისთვის.


🪬როგორ გავარჩიოთ?

🪬რას შეუძლია ამ მდგომარეობის გაუმჯობესება?

მედიტაცია და ძილის ჰიგიენა.

მაგნიტური ველი (EMF) გავლენის შემცირება.

სულიერი დაცვითი პრაქტიკები ძილის წინ.

ცნობიერი ვიზუალიზაცია უსაფრთხო სივრცეზე.


⚛️ეს სინდრომი ერთ-ერთია იმ მომენტებიდან, როცა ფსიქოლოგია და მისტიკა ერთმანეთს გადაკვეთს. რაც ერთი თვალსაზრისით მექანიზმია, მეორე მხრიდან — კარი უხილავ სამყაროში და სწორედ აქ ჩნდება კითხვა:

ღრმა შინაგანი გამოცდილება უნდა განვაცხადოთ უბრალოდ ტვინის მახარაჯად, თუ იქ რაღაც მეტია?..


50 Views
bottom of page