განკურნების მარათონი დღე მეშვიდე
დღე – სიმშვიდის დამკვიდრება
ვარჯიში:ვიპარიტა კარანი – ფეხები კედელზე

როგორ:
დაწექი ზურგზე, ფეხები ასწიე კედელზე.
ხელები დაილაგე გვერდებზე.
დახუჭე თვალები და ისუნთქე მსუბუქად 10 წუთი.
მიზანი:
სისხლის მიმოქცევის დაბალანსება, სხეულზე დატვირთვის მოხსნა და ცნობიერების მშვიდი დახურვა.
მეშვიდე დღის სამუშაო კითხვარი
თემა: „ვიღებ ჩემს ახალ სხეულს – გათავისუფლება ძველისგან“
🔹 1. ვინ ვიყავი მე, სანამ ტკივილი დაიწყებოდა და ვინ ვარ დღეს?
გაიხსენე სანამ სხეულმა დაიწყო საუბარი სიმპტომით. როგორი ადამიანი იყავი? როგორ ფიქრობდი, მოქმედებდი, გრძნობდი?
🔹 2. რა ვისწავლე ჩემი ტკივილის საშუალებით?
შეგიძლია დაინახო, რომ ტკივილმა რაღაც გასწავლა? დაასახელე მინიმუმ ერთი შინაგანი განძი, რაც ამ პროცესში მოიპოვე.
🔹 3. ვინ გავხდი ამ შვიდი დღის შემდეგ?
შეგიძლია აღწერო შენს შიგნით მომხდარი ტრანსფორმაცია? რა შეიცვალა მასში, როგორც ხედავ საკუთარ თავს?
🔹 4. რისი დაბრუნება მინდოდა და ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ვიბრუნებ?
თავდაჯერება, ენერგია, ხმა, ნდობა, თავისუფლება – დაასახელე ის, რაც შენს შიგნით მობრუნდა.
🔹 5. რა კავშირი დმყარდა ჩემს სხეულთან – ახლა როგორ ვუსმენ მას?
დაარქვი სახელი ამ ურთიერთობას – მეგობრობაა? პატივისცემა? თანაგრძნობა?
🔹 6. ვის ან რას ვპატიობ დღეს, რათა თავი დავაღწიო საბოლოოდ ტკივილის?
დაწერე კონკრეტულად – ადამიანიც შეიძლება იყოს, ცხოვრების ეტაპიც ან საკუთარი თავი.
🔹 7. რომელი ემოცია მაკავშირებდა ტკივილთან და დღეს ვიწყებ მის გაშვებას?
სევდა? ბრაზი? დანაშაულის გრძნობა? დააწერე მისი ფერი, სუნი, ფორმა – და წარმოიდგინე, როგორ მიდის ის სხეულიდან.
🔹 8. რა უნდა მეთქვა ჩემი სხეულისთვის მთელი ეს წლები – და მე ვერ ვუთხარი?
დაწერე ეს ფრაზა. ხმამაღლა ან დღიურში. სიტყვა, რომელიც დაგაკლდა. ახლა მას უშვებ.
🔹 9. რა ხდება ჩემს შიგნით ახლა – როცა ამ კითხვებზე გულწრფელად ვპასუხობ?
სხეულში შეგრძნება. ემოცია. ფერი. ღიმილი. ცრემლი. დაწერე.
🔹 10. როგორი ვიქნები, როცა ვცხოვრობ უკვე განკურნებული მე-ს რეალობაში?
დაწერე თითქოს უკვე ხარ ის – ვისაც მთელი ეს გზა მიჰყავდა საკუთარ სულთან.
💠 დასკვნითი რიტუალური დავალება:
📜 დაუწერე წერილი საკუთარ ძველ მეს– იმას, ვინც ტკივილს ატარებდა, ვისაც უჭირდა, ვინც წარსულში ცხოვრობდა.
ამის შემდეგ დაწვი ან დახიე მცირე ნაჭრებად წერილი — როგორც გათავისუფლების რიტუალი.და მიმოფანტე მიწაზე.
შენ უკვე არ ხარ იგივე. მეშვიდე დღე – ეს არის დაბრუნება შენს ახალ სხეულში. დაე, ეს იყოს შენს გზაზე სიბრძნით გაჯერებული აღდგომა.
109 Views

