დილამშვიდობისა განკურნების მარათონი დღე მეექვსე ნაწილი პირველი!
ტიბეტელი ბერების 12 ოქროს წესი სხეულისადმი
1. სხეული არის ტაძარი – ნუ შეიტან მასში შიშს.ისევე, როგორც წმინდა ტაძარში ვერ შევიტანთ ტკივილსა და შფოთს, ნუ შეიტან შენს სხეულში შიშს და ეჭვს. სხეული შენი სულის დროებითი სამყოფელია – მას სჭირდება პატივისცემა და სიყვარული.
2. სხეულს ნუ აიძულებ – წაახალისე, მაგრამ არ გადატვირთო.სხეულს ძალდატანება კი არ სჭირდება, არამედ რბილი, გონიერი ხელმძღვანელობა. ივარჯიშე სინაზით, ისუნთქე ღრმად და ბუნებრივად – დაძაბულობა თავისით განიტვირთება.
3. ყოველდღე მიეცი სხეულს სიჩუმის სივრცე.ისევე, როგორც წყალს სჭირდება სიმშვიდე გასაფილტრად, სხეულს სჭირდება დუმილი – შინაგანი სმენის გაღვივებისთვის. ასეთ სიჩუმეში ის გეტყვის, საიდან მოდის ტკივილი.
4. ნუ იკვებები სხეულის მოთხოვნილების გარეშე.თუ გონება სხვაგან იმყოფება, საკვებიც სხვისია. საკვები უნდა იქცეს მადლიერების რიტუალად – ყოველი ლუკმა გახდეს შენსა და შენს სხეულს შორის შერიგების ხიდი.
5. დააკვირდი, როგორ სუნთქავს შენი სხეული – და გაიგებ, სად ხარ.სუნთქვა არის ტახტრევანი, რომელზეც სული ზის. იქ, სადაც სუნთქვაა, იქ ხარ შენ – მთელი არსებით.
6. ნუ ესაუბრები შენს სხეულს მძიმე სიტყვებით.თუკი იტყვი: „დავიღალე, მეზარება, აღარ შემიძლია“, – შენი სხეული იწყებს დაჯერებას. ის იმეორებს შენს სიტყვას და რეალობად აქცევს მას.
7. ყოველდღე გამოხატე მადლიერება სხეულისადმი.მადლობა მუხლებისთვის – რომ მყარად ვდგავარ; მადლობა გულისთვის – რომ დღემდე ფეთქავს; მადლობა მხრებისთვის – რომ ჯერ კიდევ მჯერა და ა.შ.
8. ტკივილი არ არის მტერი – ის გზავნილია.ნუ ებრძვი ტკივილს – მოუსმინე. ჰკითხე მას: „რის თქმას ცდილობ?“ ტკივილი არ რჩება იქ, სადაც უმენენ.
9. ძილი წმინდა სარიტუალო სივრცეა.ძილი არ არის მხოლოდ დასვენება – ის განახლებაა. თუ დაღლილობით შედიხარ ძილში, სუნთქვით გაუშვი შფოთი და მიეცი შენს სხეულს ღრმა მოდუნების უფლება.
10. გონება იმეორებს – სხეული იმახსოვრებს.თუ ფიქრები სავსეა შიშით, სხეული იწყებს დაავადების პროცესს. შეცვალე ფიქრი – და სხეული განახლებას დაიწყებს.
11. სხეული ვერ იტანს სიცრუეს.როცა ამბობ: „კარგად ვარ“, მაგრამ შინაგანად მღელვარებ – სხეული ლაპარაკობს შენს მაგივრად. ის ატარებს სიმართლეს და არ მალავს.
12. სხეული დროებითია – მაგრამ მისი სიბრძნე მარადიულია.სხეული ოდესღაც წავა, მაგრამ ის, რასაც მისგან ისწავლი, სამუდამოდ დარჩება შენს სულში. ყოველი სუნთქვა, ყოველი მოძრაობა, ყოველი შეხება – ეს შენი სულიერი არქივია.
ყოველ საღამოს ძილის წინ ჰკითხე საკუთარ თავს !
სად იყო ენერგია გაჩერებული დღეს?
რომელ მოქმედებას ვგრძნობდი ენერგიულად?
რომელი შეხვედრის,საუბრის,პროცესის შემდეგ დამიმძიმდა სხეული?
სად წავიდა ჩემი ძალა,რაში დავხარჯე ის?
დღის ვარჯიში
დღე 6– ქვეცნობიერი ფესვების ამოტივტივება!
ვარჯიში: “მუცლის ფესვის წრის დახატვა სუნთქვით”
მიზანი: გააქტიუროს ქვედა ცენტრი და გამოიტანოს გარეთ წარსული.
ინსტრუქცია:
დაჯექი მჯდომარე პოზაში.
ჩაისუნთქე და წარმოსახვით ჩადი მუცლის ქვედა ნაწილში.
ამოსუნთქვისას წარმოიდგინე შუქი, რომელიც წრის სახით მოძრაობს მუცლის ღრუში.
დაასვი ფრთხილი კითხვა:
„რა აღარ მეკუთვნის?“ და უბრალოდ ისუნთქე პასუხებთან ერთად.რამდენი პასუხიც გექნება იმ რაოდენობით!


მადლობა აბო… ძალიან საინტერესოა..