განკურნების მარათონი დღე 5 ნაწილი პირველი
დღე – ხმის ამოღება
ვარჯიში: Simhasana – ლომის პოზა (ხმოვანი გამოხატვა)
როგორ:
დადექი მუხლებზე ან ჩაჯექი ლოტოსის პოზაში.
ხელის გული დაიდე მუხლებზე, თითები ფართოდ გაშალე.
ამოსუნთქვისას გამოყავი ენა და წარმოთქვი „ჰაააა...“ ენერგიულად.
გაიმეორე 3–5-ჯერ.
მიზანი:
ყელის ცენტრის გახსნა, გამოუთქმელი ხმოვანი ენერგიის განთავისუფლება.

მეხუთე დღის სამუშაო კითხვარი – დრო, შეგრძნება და სიმართლის რუკა.
ეს დღე უკავშირდება შინაგან სიმართლეს, იმ უხმო ფენას, რომელსაც ხშირად ვერც სხეულით, ვერც გონებით ვერ ვეკარებით – თუმცა სული გრძნობს. მეხუთე დღისთვის შენზე დაკვირვება უკვე გამძაფრებულია, ახლა კი საჭიროა სიღრმისეული შესვლა იმ ფენებში, სადაც სიმართლის აღმოჩენა იწყება.
🔹 თვითშემეცნების კითხვები:
სად ვგრძნობ შინაგან წინააღმდეგობას – რომელ სიტუაციაში, ურთიერთობაში ან გადაწყვეტილებაში?
რა ფრაზა მიტრიალებს გონებაში, რომელსაც ვუმალავ სხვებს?
როდის ვგრძნობ, რომ საკუთარ თავს ვღალატობ?
რომელი სიტყვა ან მოქმედება მაშორებს იმ მდგომარეობას, სადაც თავისუფლად ვსუნთქავ?
შეიძლება თუ არა, რომ ტკივილი რომელიც მაქვს, მემსახურება? რისთვის მემსახურება?
სად ვგრძნობ სხეულში შეკრულ ენერგიას, რომელიც თითქოს არ ამოიფრქვა?
რისი თქმა მინდოდა მთელი ცხოვრება, მაგრამ ხმა არ ამომიღია?
შეიძლება თუ არა, რომ ჩემი ტკივილი სხვა ადამიანის ტკივილსაც ატარებს?
რისი პატიება არ შემიძლია – და როგორ მივუახლოვდე მას, რომ შვება ვიგრძნო?
რა ფერია ჩემს შიგნით დღეს – და რას ამბობს ეს ფერი ჩემს მდგომარეობაზე?

