"როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური სულიერი კავშირები?“
- luminara- ლუმინარა
- Apr 3
- 2 min read
ჩვენ ვისწავლეთ, რომ სულიერი კავშირი ნიშნავს სიყვარულს, სინათლესა და ურთიერთ ზრდას.მაგრამ რა მოხდება, როცა ვიღაც მოდის როგორც სულის გზავნილი, მაგრამ ტოვებს დანგრეულ ენერგიას?რა ხდება მაშინ, როცა გვგონია „ჩემი ადამიანი მოვიდა“ — და სინამდვილეში, ის იყო გაკვეთილი, რომელიც სულიერმა გეგმამ გამოგვიგზავნა?
რა არის ტოქსიკური სულიერი კავშირი?
ეს არის ურთიერთობა, რომელიც
თითქოს გაკავშირებს ღრმად,
თითქოს იგრძნობა “კარმულად მნიშნვნელოვანი”,მაგრამ რეალურად:
იწოვს ენერგიას.
ბლოკავს სულიერ განვითარებას
აღვიძებს შენს ყველაზე მტკივნეულ ნაწილებს — არა განკურნებისთვის, არამედ ჩაგვრისთვის
რატომ გვეჭიდება სული ასეთ კავშირში?
რადგან სული გაცნობიერებას სთხოვს
რადგან წარსულ ცხოვრებაში ეს კავშირი არ დასრულებულა
რადგან ჩვენ ჯერ ვერ ვისწავლეთ განსხვავება სიყვარულსა და მიჯაჭვულობას შორის
რადგან საჭიროა ძალის დაბრუნება იქიდან, სადაც ის დავკარგეთ
სულის გეგმაში ეს ადამიანი იყო ჭრილობის სარკე —არა შენი "მეორე ნახევარი".
ტოქსიკური სულიერი კავშირის ნიშნები
ძლიერი ემოციური ქანქარა – სიყვარულიდან ნგრევამდე
მუდმივი შეგრძნება დანაშაულზე, სირცხვილზე ან “არასაკმარისობაზე”
არარეგულარული კომუნიკაცია, რომელიც ენერგეტიკულად გიჭერს
თავს ვერ ანებებ — თითქოს მაგნიტივით გიზიდავს
ინტუიცია გეუბნება “გთხოვ, გაიქეცი” — მაგრამ გული გეუბნება “მიყვარს”
ეს არ არის სიყვარული.ეს არის სულიერი ჩრდილის გაკვეთილი.
სული ზოგჯერ აგზავნის მტერს, რომ გააღვიძოს მახარობელი შენში.
შეიძლება ის არის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად გატკინა,ან იყო სწორედ ის, ვისთან ერთადაც დაგეგმე: „შემახსენე ჩემი ღირებულება, როცა დამავიწყდება.“
როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსიკური კავშირიდან სიყვარულით?
აღიარე, რომ ეს იყო გაკვეთილი, არა “ბედი”– როდესაც არ აღიარებ მის როლს, შენ რჩები მსხვერპლის ვიბრაციაში
დაწერე სულიერი ბმის გათავისუფლების წერილი– „გპატიობ, მადლობ, გიშვებ.“ დაწერე — და დაწვი სიმბოლურად
დაუბრუნდი საკუთარ ენერგიას– იმუშავე აურაზე, განიტვირთე მედიტაციით, გაიხსენე ვინ ხარ — მის გარეშე
გაიაზრე: რაც გიზიდავდა, ის შენი ნაწილი იყო — მაგრამ არა შენი მომავალი.
როგორი საინრერესოა და რამდენი გაცნობიერება მოდის ,
“რატომ არ ვარ საკუთარ მხარეს?”